ქვეყანაში კარგი საკრედიტო აქტიურობაა – არჩილ გაჩეჩილაძე

ქვეყანაში კარგი საკრედიტო აქტიურობაა – არჩილ გაჩეჩილაძე

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე ამბობს, რომ საკრედიტო აქტივობის არსებული მაჩვენებელი კარგია. მან ჟურნალისტებთან კომენტარი “გალტ & თაგარტის” ელექტროენერგიის სექტორის კონფერენციაზე გააკეთა.

“საკრედიტო აქტიურობა კარგია ქვეყანაში, სადღაც 15-17%-ის ფარგლებშია სექტორის წლიური ზრდა, ეს მისასალმებელია და ამ კუთხით ასე ვთქვათ, კარგად მივდივართ”, – თქვა არჩილ გაჩეჩილაძემ.

რაც შეეხება მოლოდინებს, მისი თქმით, საბანკო სექტორის აქტიურობა მთლიანად არის დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკურ აქტიურობაზე.

“ჯერჯერობით რასაც ვხედავთ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეკონომიკური აქტიურობა ნორმალურია”, – ამბობს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.

რაც შეეხება პოლიტიკური ვითარების გამო საბანკო სექტორის მიერ მოზიდული საკრედიტო რესურსის გაძვირებას, არჩილ გაჩეჩილაძის თქმით, გაძვირება 1%-ზე ნაკლები იყო. მისი განმარტებით, მსგავსი ცვალებადობა მათ შორის რეგიონიდან გამომდინარეც ხდება და მხოლოდ ქვეყანაში არსებული ვითარება არ განაპირობებს.

“[მოზიდული საკრედიტო რესურსის] ასეთი ტიპის გაძვირებები არსებობს, რეგიონიდან გამომდინარეც, მხოლოდ ქვეყანაზე არ არის აქ საუბარი და რაღაც ტიპის შემცირება არის, თუმცა ბოლომდე ეს არ დაბრუნებია იმ ისტორიულ მინიმუმებს, რასაც ვხედავთ”,- ამბობს არჩილ გაჩეჩილაძე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *