ქვეყანაში მყოფი რუსეთის მოქალაქეების 24.4% საქართველოს რეზიდენტია – ეროვნული ბანკი

ქვეყანაში მყოფი რუსეთის მოქალაქეების 24.4% საქართველოს რეზიდენტია – ეროვნული ბანკი
2025 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოში მყოფი ბელორუსის მოქალაქეების 26.9%, უკრაინის მოქალაქეების 23.9% და რუსეთის მოქალაქეების 24.4% საქართველოს რეზიდენტები არიან. ამის შესახებ ეროვნული ბანკი ტურიზმიდან შემოსავლების სტატისტიკაში მიუთითებს.

სებ-ის განმარტებით, ეს ადამიანები საქართველოში უკვე 1 წელზე მეტია იმყოფებიან ან 1 წელზე მეტი ვადით აპირებენ დარჩენას. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიით, საქართველოს რეზიდენტებად ითვლებიან და მათი ხარჯები არ შედის საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებში.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის I კვარტალში საქართველომ ტურიზმიდან 826 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.3%-ით მეტია. I კვარტალში რუსეთიდან მიღებული შემოსავალი 17.2%-ით შემცირდა. თუმცა ამის მიუხედავად, რუსეთი კვლავ ლიდერ პოზიციაზეა 141.8 მილიონი დოლარით. ამავე პერიოდში უკრაინიდან 2%-ით მეტი – 33.7 მლნ დოლარის შემოსავალი დაფიქსირდა, ბელარუსიდან კი 15.9 მლნ დოლარის, რაც წლიურად 3.8%-იანი კლებაა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *