ქონებრივ დეკლარაციებთან დაკავშირებით შარშან ანტიკორუფციულმა ბიურომ 7 პირი დააჯარიმა

ქონებრივ დეკლარაციებთან დაკავშირებით შარშან ანტიკორუფციულმა ბიურომ 7 პირი დააჯარიმა
ანტიკორუფციული ბიუროს წლიური ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ჯამში 1562 ქონებრივი დეკლარაცია შემოწმდა. აქედან ხარვეზი 1040 დეკლარაციას დაუდგინდა, რომლებიც სრულად აღმოიფხვრა დეკლარანტეზის მიერ.

ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, როშ თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების მიმართულებით 1998 წლიდან არაერთი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა 2024 წლამდე არ არსებობდა მექანიზმი, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანდა დეკლარაციის შევსებისას დაშვებულ ტექნიკურ შეცდომებს.

შარშან პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ქონებრივი დეკლარაცია ელექტრონულად 6 970-მა პირმა წარადგინა. დეკლარაციების წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო კი შვიდი პირი დაჯარიმდა. ანტიკორუფციული ბიურო უკვე რამდენიმე თვეა არ ასაჯაროებს საჯარო მოხელეების დეკლარაციებს და ამას “ტექნიკური ხარვეზით” ხსნის.

ვებგვერდს ტექნიკური ხარვეზი აქვს და სწორდება. [დეკლარაციები ხელმისაწვდომი გახდება] როცა სამუშაოები დასრულდება. [როდის დასრულდება] დაახლოებითი პროგნოზი გვაქვს, ვნახოთ. როცა გამოსწორდება ხარვეზი, გამოსწორდება”, – უთხრა “სტუდია მონიტორს” რაჟდენ კუპრაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ უწყება არც მედიების მიერ საჯარო ინფორმაციის სახით გამოთხოვის შემთხვევაში ასაჯაროებს დეკლარაციებს. მათ შორის BMG-ის შესაბამისი წერილები ანტიკორუფციულმა ბიურომ უპასუხოდ დატოვა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *