„Inn ჯგუფის“ სასტუმროების ქსელში შემავალ „ქუთაისი ინნ“-ში დახურული აუზი ივლისში გაიხსნება.
ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ „Inn ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ინვესტიციის მოცულობა 1.7 მილიონ ლარამდეა.
„მუდმივად ვცდილობთ, არსებულ სასტუმროებში ინფრასტრუქტურის და სერვისების გაუმჯობესება-განახლებას, რათა კონკურენტუნარიანობა შევინარჩუნოთ. წელს, გუდაურში ახალი, პრემიუმ ხარისხის კორპუსი დავამატეთ. ასევე, „ქუთაისის ინში“, 1 თვეში აუზსაც ვხსნით. ესაა დამატებითი სერვისები, რათა ტურისტებისთვის მომხიბვლელი დავრჩეთ“, – ამბობს ერეკლე კოკაია.
სასტუმრო “ქუთაისი ინნი”, ქალაქის კოლორიტულ ადგილას, ბალახვანში მდებარეობს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სასტუმროდან 20 წუთის სავალ გზაზეა. 5-ვარსკვლავიანი სასტუმროში განთავსებულია საუნა, სავარჯიში დარბაზი, საკონფერენციო დარბაზი და ბარ-ლაუნჯი.
ცნობისთვის: „Inn ჯგუფი“ სასტუმროებს თბილისში, გუდაურში, გორსა და ქუთაისში ფლობს.