ყაზახეთი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში თავისი მოქალაქეების არშეშვების ფაქტების გამო

ყაზახეთი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში თავისი მოქალაქეების არშეშვების ფაქტების გამო
ყაზახეთი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში თავისი მოქალაქეების არშეშვების ფაქტების გამო. ამის შესახებ ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება.

უწყების ცნობით, ყაზახეთის დელეგაციამ თბილისში ქართულ მხარესთან საკონსულო კონსულტაციები გამართა, რა დროსაც ყაზახურმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა საქართველოში ჩასვლისთანავე ყაზახეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის და შემდგომი დეპორტაციის ხშირი შემთხვევების გამო.

“აღინიშნა, რომ ყაზახეთის მოქალაქეების უმრავლესობა საქართველოში ტურისტული მიზნით ჩადის და მკაცრად იცავს მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობას”, – წერია ყაზახეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

მათივე განცხადებით, ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ მაისის დასაწყისიდან საქართველოში შესვლაზე უარის თქმის შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა, და რომ ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. “ასევე გამოთქვა მზადყოფნა, შექმნას ყველაზე ხელსაყრელი პირობები ყაზახეთის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე შესვლისა და ყოფნისთვის”, – იტყობინება ყაზახეთის საგარეო უწყება.

ცნობისთვის, გასულ თვეს ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების საგანგებო განცხადება გავრცელდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში გახშირდა არაკორექტული მოპყრობა ყაზახი ტურისტებისადმი, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოა მომსახურების სფეროში. მათივე განცხადებით, ყაზახები არასათანადო და შეურაცხმყოფელ ქცევას აწყდებიან სხვადასხვა სიტუაციაში, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ყოველდღიური კონტაქტი უწევთ ადგილობრივებთან – კერძოდ, კვების ობიექტებში, საფინანსო დაწესებულებებში, სამარშრუტო ტაქსებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *