ყალბი ნარკოლოგიური ცნობების გაცემის საქმეზე გამოძიებამ ორი პირი ამხილა

ყალბი ნარკოლოგიური ცნობების გაცემის საქმეზე გამოძიებამ ორი პირი ამხილა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, კომერციული მოსყიდვის, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღებისა და გულგრილობის ფაქტებზე მხილებულ იქნა ორი პირი. საქმე ეხება ნარკოლოგიური ცნობების დამზადებაზე.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა, რომელიც მუშაობდა სამეგრელოს რეგიონში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში, პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, დაინტერესებულ პირებზე, შესაბამისი პროცედურების გავლის გარეშე, გასცა ყალბი ცნობები ნარკოლოგიური შემოწმების თაობაზე, ხოლო, მეორე ბრალდებულმა, თავის მხრივ, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, გამოიჩინა გულგრილობა და არ განახორციელა შესაბამისი კონტროლი ცნობების გაცემაზე.

აღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე, 362-ე და 2201-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით”, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *