“ყვარლის ბაგა“ აცხადებს, რომ 2019 წლიდან, საქონლის კვების რაციონში ქათმის ნარჩენებს არ იყენებენ

“ყვარლის ბაგა“ აცხადებს, რომ 2019 წლიდან, საქონლის კვების რაციონში ქათმის ნარჩენებს არ იყენებენ

„ყვარლის ბაგა“ აცხადებს, რომ 2019 წლიდან, საქონლის კვების რაციონში ქათმის ნარჩენებს არ იყენებენ. ამის შესახებ BMG-ის კომპანიაში განუცხადეს.

რამდენიმე წუთის წინ ლაშა პაპაშვილის “ყვარლის ბაგამ” გაავრცელა განცხადება, სადაც ირწმუნებიან, რომ წუნდებული რძე გაანადგურეს და ის არ ჩაშვებულა არც “ყვარლის ბაგას“ და არც სხვა რომელიმე შემსყიდველის წარმოებაში.

კომპანიაში ასევე განმარტავენ, რომ 2015-2020 წლებში „ყვარლის ბაგას“ მართავდა ისრაელიდან მოწვეული ვეტერინარიის პროფესორი, რომლის გადაწყვეტილებით, ისრაელში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, 2018 -2019 წლებში ფერმის კვების რაციონს გადამუშავებული ქათმის ნარჩენი დაემატა.

“ყვარლის ბაგას” განცხადებას BMG უცვლელად გთავაზობთ:

“ყვარლის ბაგა“ 2014 წლიდან ყოველდღიურად აწვდის ნედლ რძეს „სანტეს“ (რძის პროდუქტების გადამამუშავებელი მსოფლიო გიგანტის, „ლაქტალისის“, შვილობილი კომპანია). მოგვიანებით, მყიდველთა სიას დაემატნენ „სოფლის ნობათი“ ,(კვების ინდუსტრიაში მომუშავე ამერიკული უმსხვილესი კომპანიის, „პეპსიკოს“ შვილობილი), „აგროჰაბი“ (ყველასთვის კარგად ნაცნობი ადგილობრივი ბრენდი) და „რძის ლაბორატორია“ (არანაკლებ პოპულარული ადგილობრივი ბრენდი). ყველა, ზემოთ ჩამოთვლილ, კომპანიასთან დღემდე გრძელდება თანამშრომლობა და თითოეული დაადასტურებს (ლაბორატორიულადაც) „ყვარლის ბაგას“ მიერ მოწოდებული ნედლი რძის უმაღლეს ხარისხს.

უფრო მეტიც, ჩვენ ვამაყობთ და მრავალი უცხოელი ექსპერტიც აღნიშნავს, რომ „ყვარლის ბაგას“ რძის ხარისხი აღემატება ბევრი დასავლური, ქვეყნის, მწარმოებლის რძის ხარისხს.

2015-2020 წლებში „ყვარლის ბაგას“ მართავდა ისრაელიდან მოწვეული ვეტერინარიის პროფესორი, რომლის გადაწყვეტილებით, ისრაელში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით 2018 -2019 ფერმის კვების რაციონს დაემატა გადამუშავებული ქათმის ნარჩენი. აღსანიშნავია, რომ ეს იყო საკვებ-დანამატი (მაღალი ხარისხის პროტეინის წყარო) და არა ძირითადი ინგრედიენტი.

ქათმის ნარჩენების ძროხის საკვებ დანამატად გამოყენების დასაშვებობას ადასტურებს ცხოველთა კვების რესურსების ონლაინ მონაცემთა ბაზაც იხილეთ ლინკი: https://www.feedipedia.org/node/66 ანტიბიოტიკების კვალის აღმოჩენისთანავე, დავიწყეთ მოკვლევა და დამოუკიდებელი ლაბორატორიების (როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო) მიერ მოწოდებული დასკვნის მიღებისთანავე, რომლითაც დადასტურდა „ჩირინას“ პროდუქციაში ანტიბიოტიკის არსებობა, 2019, წელს „ჩირინასთან“ თანამშრომლობა შეწყდა და „ყვარლის ბაგას“ კვების რაციონში ქათმის ნარჩენები აღარ გამოყენებულა.

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ წუნდებული რძე არ ჩაშვებულა არც შპს “ყვარლის ბაგა”-ს და არც სხვა რომელიმე შემსყიდველის წარმოებაში, იგი განადგურებულ იქნა და სწორედ რძის დანაკარგით და მეურნეობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს შპს “ყვარლის ბაგა” შპს “ჩირინა”-სგან.

„ყვარლის ბაგა“ ღიაა კომუნიკაციისთვის და მზად არის ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს მიაწოდოს დამატებითი ინფორმაცია”, – ნათქვამია განცხადებაში.

„რადიო თავისუფლების“ მიერ 31 მარტს გამოქვეყნებული საგამოძიებო სტატიით გაირკვა, რომ რძის მწარმოებელი კომპანია „ყვარლის ბაგა“, რომელსაც ათასობით ძროხა ჰყავს, საქონლის გამოსაკვებად ქათმის სკინტლს იყენებდა. სასამართლოს მასალების მიხედვით, ერთი ძროხა დღეში დაახლოებით 6-7 კილო ქათმის ნაკელს ჭამდა. „ყვარლის ბაგის“ რძეს ყიდულობენ „სანტე“, „სოფლის ნობათი“, „აგროჰაბი“ და „ყვარლის ბაგის“ შვილობილი „რძის ლაბორატორია“.

ძროხების ქათმის ნაკელით გამოკვებაზე „რადიო თავისუფლებისთვის“ ცნობილი არ გახდებოდა, რომ არა „ყვარლის ბაგის“ მიერ „ჩირინას“ („ბიუ-ბიუს“) წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო დავა – რძის მწარმოებელი კომპანია სკინტლის გამყიდველს 2018-19 წლებში 200-მდე ძროხის დახოცვაში ადანაშაულებდა – ამტკიცებდა, რომ ნაყიდ ნაკელში ანტიბიოტიკი აღმოჩნდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *