როგორც ის ამბობს, ჩხრეკა ოთხ ადგილას ჩატარდა და მათ შორის მის საკუთარ სახლში, სადაც მისი მეუღლე და შვილები იმყოფებიან.
“ლაბორის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს არის შურისძიება პროევროპული აქციების მხარდაჭერისა და ჭიათურელი მაღაროელების დახმარებისთვის.
“წაიღეს აბსოლუტურად ყველაფერი, “ლაბორის“ იურისტმა შენიშვნა შეიტანა იმასთან დაკავშირებით, რომ განჩინებაში არ იყო მითითებული, რას ეძებდნენ საერთოდ. უნდათ, რომ დამოუკიდებელი პროფკავშირების ველი მოასუფთაონ, დასაქმებულთა ინტერესები, მათი პროტესტი არარ იყოს მართული და დამოუკიდებელი პროფკავშირები მოასუფთავონ, რომ პეტრიაშვილს ჩაუგდონ ეს შესაძლებლობა. ვისი საჩივრის საფუძველზე დაიწყო არ ვიცით, ეგ ჰუალინგის შენობაშიც კი ჩაატარეს ჩხრეკა. დამაშინებელი ეფექტი აქვს ამ ყველაფერს, როგორც ჩანს, ფიქრობენ, რომ რაღაცის შეგვეშინდება. არაფრისაც არ შეგევშინდება“,- განაცხადა გიორგი დიასამიძემ.
შეგახსენებთ, რომ პროფკავშირ Labor-ის ოფისში ჩხრეკა დღეს რამდენიმე საათი მიმდინარეობდა.