ინდოეთის ქალაქ აჰმედაბადში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო ინდოელ ხალხს და კოლეგებს სამძიმარს უცხადებენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი.
„ღრმად ვარ დამწუხრებული აჰმადაბადში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო. ჩემი ფიქრები და ლოცვები ყველა იმ ოჯახთანაა, რომელსაც ეს ტრაგედია შეეხო ჩემი გულწრფელი თანაგრძნობა მინისტრ ჯაიშანკარს ამ მტკივნეულ წუთებში“, – წერს ბოჭორიშვილი.
„ღრმა თანაგრძნობას ვუცხადებ აჰმედაბადში მომხდარი გამანადგურებელი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. ჩვენი ფიქრები და ლოცვები კატასტროფის შედეგად დაზარალებულ ყველა ადამიანთანაა. ამ რთულ წუთებში სოლიდარობას ვუცხადებთ ინდოელ ხალხს“, – წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X-ზე.