პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხაზი გაესვა საქართველოსა და უზბეკეთს შორის მეგობრულ კავშირებს, ურთიერთნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობას.
საუბარი, ასევე, შეეხო შუა დერეფნის სატრანსპორტო-სატრანზიტო პოტენციალის უფრო ეფექტიანი გამოყენების მნიშვნელობასა და ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას.
“მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საპარლამენტო დიპლომატიაზე, როგორც ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობაზე და გამოხატეს საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზაობა.
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობა და დადებითად შეაფასა გასულ წელს უზბეკეთში განხორციელებული ოფიციალური ვიზიტი. მან ტანზილა ნარბაევა საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვია”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრა უზბეკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 150-ე ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.