eMarketer-ის ინფორმაციით, სხვადასხვა მესინჯერ აპლიკაციას აქტიურად 3 მილიარდი ადამიანი იყენებს, მიმდინარე წელს კი ამ რიცხვის 500 მილიონით ზრდაა მოსალოდნელი.
შეტყობინებების აპლიკაცია, რომელსაც ყოველთვიურად ყველაზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, Whatsapp-ია, რომელსაც პლანეტის მოსახლეობის 24.7% იყენებს. ის არა მხოლოდ ყველაზე პოპულარული მესინჯერია, არამედ რიგით მეორე ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელიც – Instagram-ის შემდეგ. აპლიკაციას დაახლოებით 3 მილიარდი უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, ყოველ თვე აქტიური “იუსერების” რაოდენობა კი 2 მილიარდია. აპლიკაციით ყოველთვიურად მილიარდზე მეტი შეტყობინება იგზავნება. ამასთან, WhatsApp-ის მომხმარებელთა რაოდენობა თითქმის 600 მილიონით აღემატება რიგით მეორე ყველაზე პოპულარულ მესინჯერს.
ყველაზე პოპულარული მესინჯერები – აქტიური მომხმარებლების მიხედვით
- WhatsApp – 2 მლრდ
- WeChat – 1.34 მლრდ
- Facebook Messenger – 1.01 მლრდ
- Telegram – 900 მლნ
- Snapchat – 800 მლნ
- QQ – 554 მლნ
- Discord – 200 მლნ
თუ აპლიკაციების პოპულარობას გადმოწერების მიხედვით შევაფასებთ, აქ სურათი ოდნავ განსხვავებულია, WhatsApp-ი კი მეორე პოზიციაზე ინაცვლებს. ყოველთვიურად ყველაზე მეტი – 50 მილიონი მომხმარებელი – Telegram-ის აპლიკაციას იწერს.
ყველაზე პოპულარული მესინჯერები – ყოველთვიური გადმოწერების მიხედვით
- Telegram – 48.36 მლნ
- WhatsApp – 46.38 მლნ
- Facebook Messenger – 25.96 მლნ
- Snapchat – 25.41 მლნ
- WhatsApp Business – 23.67 მლნ
- WeChat – 5.56 მლნ
- QQ – 3.05 მლნ
- Signal – 2.68 მლნ
- LINE – 2.64 მლნ
- Viber – 2.28 მლნ
ხოლო თუ შევაფასებთ ამ მესინჯერების შემოსავალს, აპლიკაციაში შესრულებული გადახდების მიხედვით, ამ შემთხვევაში Snapchat-ი ლიდერობს, რომლის მომხმარებლებიც ყოველთვიურად თითქმის $25 მილიონ დოლარს ხარჯავენ და ისეთ პროდუქტებზე აქვთ წვდომა, როგორებიცაა ჩატის ფონური ფოტოები, აპლიკაციის პერსონალიზებული დიზაინი, განსხვავებული ლოგო აპლიკაციაზე და ა.შ.
TOP 10 მესინჯერი, აპლიკაციაში შესრულებული გადახდების მიხედვით
- Snapchat – $24.77 მლნ
- Line – $12.92 მლნ
- Telegram – $8.08 მლნ
- WeChat – $6.97 მლნ
- QQ – $4.51 მლნ
- KakaoTalk – $3.71 მლნ
- Skype – $3.56 მლნ
- Text Me – $2.35 მლნ
- Text Now – $2.16 მლნ
- Marco Polo – $1.31 მლნ