შვეიცარიამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა. ევროკავშირის მიერ სანქციების მე-17 პაკეტის ფონზე, პოლიტიკურად ნეიტრალურმა სახელმწიფომ 89 რუსული კომპანიისა და 17 ფიზიკური პირის წინააღმდეგ ახალი შეზღუდვები აამოქმედა.
როგორც ცნობილია, შვეიცარიამ ასევე შავ სიაში შეიყვანა 189 საზღვაო ხომალდი და ტანკერი, რომელთაც რუსეთი „ჩრდილოვანი ფლოტის“ ფარგლებში იყენებდა სანქციების თავიდან ასარიდებლად.
ამასთან, შვეიცარიამ გააფართოვა იმ პროდუქტების და სერვისების სია, რომელთა ყიდვა-გაყიდვა რუსეთში შეიზღუდა.
უნდა აღინიშნოს, რომ შვეიცარია რუსეთს სანქციებს 2022 წლიდან მოყოლებული უწესებს, რაც თავისი არსით, უჩვეულო მოვლენაა, რადგან, როგორც წესი, შვეიცარია გლობალურ საკითხებში ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომი გამონაკლისია და ამ შემთხვევაში ქვეყანას მკაფიო პოზიცია აქვს.