შინაგან საქმეთა მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს

შინაგან საქმეთა მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს
“ოცნების” შინაგან საქმეთა მინისტრს, გელა გელაძეს, ახალი მოადგილე ჰყავს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მინისტრის მოადგილის ვაკანტურ პოზიციაზე მარიამ ტაბატაძე დაინიშნა.

პოზიცია ვაკანტური გასულ კვირას გახდა, როცა თანამდებობა იოსებ ჭელიძემ დატოვა.

ტაბატაძე სამინისტროს ეკონომიკურ და ლოჯისტიკის დეპარტამენტებს, ასევე სსიპ ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს უხელმძღვანელებს.

სამსახურებრივი გამოცდილება

  • 2005 – 2006 წწ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის სახელმწიფო შიდა ვალის სამმართველოში სპეციალისტი;
  • 2006 – 2007 წწ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის სახელმწიფო საშინაო ვალის სამმართველოში უფროსი სპეციალისტი;
  • 2007 – 2009 წწ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის საბიუჯეტო პოლიტიკისა და ნაერთი ბიუჯეტის ფორმირების სამმართველოში უფროსი სპეციალისტი;
  • 2009 – 2011 წწ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის სახელმწიფო ბიუჯეტის სამმართველოში მთავარი სპეციალისტი;
  • 2011 – 2013 წწ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის სახელმწიფო და ნაერთი ბიუჯეტის ფორმირების სამმართველოში მთავარი სპეციალისტი;
  • 2013-2018 წწ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის საბიუჯეტო სამმართველოს უფროსი;
  • 2018 წლიდან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი;

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *