ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად დავაბრუნოთ ემიგრანტები ქვეყანაში – ირაკლი კობახიძე

ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად დავაბრუნოთ ემიგრანტები ქვეყანაში – ირაკლი კობახიძე
2024 წელს ჩვენ გვქონდა დადებითი მიგრაციული სალდო, ანუ ქვეყანა დატოვა იმაზე ნაკლებმა ადამიანმა, ვიდრე ქვეყანაში დაბრუნდა, დაახლოებით 850 ადამიანით მეტი შემოვიდა, ვიდრე ქვეყნიდან გავიდა, – ამის შესახებ “ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის ამოცანაა, მაქსიმალურად დააბრუნოს ემიგრანტები სამშობლოში.

„2024 წელს ჩვენ გვქონდა დადებითი მიგრაციული სალდო, ანუ ქვეყანა დატოვა იმაზე ნაკლებმა ადამიანმა, ვიდრე ქვეყანაში დაბრუნდა. მათ შორის, კონკრეტულად, საქართველოს მოქალაქეების ნაწილშიც გვაქვს დადებითი მიგრაციული სალდო ქვეყანაში. დაახლოებით 850 ადამიანით მეტი შემოვიდა, ვიდრე ქვეყნიდან გავიდა. ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად დავაბრუნოთ ჩვენი ემიგრანტები ჩვენს ქვეყანაში და ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება.

რაც შეეხება სხვა დემოგრაფიულ მაჩვენებლებს, როგორის არის დაბადების მაჩვენებელი, ქორწინება-განქორწინების მაჩვენებელი, აქ სამწუხაროდ, გვაქვს არასახარბიელო ვითარება და ამ საკითხზეც არის აქტიურად სამუშაო“, – განაცხადა პრემიერმა.

2024 წელს ემიგრაციაში საქართველოს 64 594 მოქალაქე წავიდა

რატომ არ უნდა ჩაითვალოს 2024 წლის დადებითი მიგრაციული სალდო ავტომატურად დადებითად? – ანალიზი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *