„ჩვენი ბრუნვის გაიგივება იგივე ვაჭრობასთან არასწორია“ – საქსტატის მონაცემებით, ბრუნვით N1 ადგილ

„ჩვენი ბრუნვის გაიგივება იგივე ვაჭრობასთან არასწორია“ – საქსტატის მონაცემებით, ბრუნვით N1 ადგილ

საქსტატმა საქართველოს კერძო სექტორის მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს კერძო სექტორის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.5%-ით გაიზარდა და მან 55.9 მილიარდი ლარი შეადგინა.

სექტორებს შორის ბრუნვით #1 ადგილზე აზარტული თამაშების სექტორია, სადაც 20.1 მილიარდი ლარის ბრუნვა დაფიქსირდა, ამ მაჩვენებლით მან ვაჭრობის სფეროს გადაუსწრო.

„ჩვენი ბრუნვა განსხვავდება სხვა ბრუნვისგან და გაიგივება იგივე ვაჭრობასთან არასწორია. რეალური შემოსავალია პროდუქციის გამოშვება,“- ეს განცხადება „საქმიანი დილის“ ეთერში საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი მამულაიშვილმა გააკეთა, რომელიც აცხადებს, რომ რეალური მაჩვენებლების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ივლისში გამოქვეყნდება.

„ვაჭრობის ბრუნვა ნიშნავს, რომ მომხმარებელი 1 ლარით მიდის და ყიდულობს 1 ლარის პროდუქციას. ჩვენთან როცა მოდის, იხდის ლარს და შეუძლია ბრუნვა აიყვანოს 1 000, 2 000 და 10 000 ლარზე, ეს არ ნიშნავს რომ ჩვენი შემოსავალი იყო 10 ათასი ლარი. ეს არის ვირტუალური ბრუნვაა. იგივე ამ საქსტატის მაჩვენებლებში, მეორე გვერდზე სადაც პროდუქციის გამოშვებაა, აზარტული თამაშებ საერთოდ არ არის. აზარტული თამაშები აღარ ხვდება არც 100 მსხვილ კომპანიას შორის.

2023 წელს ბრუნვა გვქონდა 63 მლრდ, პროდუქციის გამოშვება კი 2,8 მლრდ, ეს არის რეალური შემოსავალი. გასული წლის მონაცემი ჯერ არ გვაქვს, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტორებს რაც ხდებოდა, მოგეხსენებათ ჩემპიონატი იყო, ამან დიდი რაოდენობით ფსონების დადება გამოიწვია, თუმცა ივლისში გვეცოდინება ზუსტად რა რაოდენობით გაიზარდა წინა წელთან შედარებით.

ბიზნესში არსებულ მდგომარეობას თუ გადავხედავთ ასეთი ვითარებაა, რეალურად გადასახადები გაიზარდა 15-დან 20%-მდე, ერთი ონლაინ კაზინო და რამდენიმე სლოტ კლუბი დაკეტილია. თუმცა, გაზრდილი გადასახადების ფონზე სახელმწიფო ამას მაინც იკომპესირებს და იღებს იმ შემოსავალს რაც უნდოდა. პირველ კვარტალში სექტორმა 434 მლნ ლარის კონტრიბუცია გააკეთა ბიუჯეტში, რაც 100 მლნ-ით გაზრდილი მაჩვენებელია,“ – განაცხადა მამულაიშვილმა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *