Homer Alpha-ს გენერალური კონტრაქტორი “ანაგი” იქნება. როგორც “საქმიანი დილას” ეთერში Homer-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ მეძმარიაშვილმა განაცხადა, თანამშრომლობა ოფიციალურად უკვე გაფორმდა.
ამასთან, მან პროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის საკმაოდ მასშტაბურია.
“გენერალური კონტრაქტორის შერჩევა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, 8 კომპანია მონაწილეობდა ტენდერში. ბევრი საკითხი განვიხილეთ და საბოლოოდ შევთანხმდით, რომ ჩვენ ვართ პარტნიორები. ჩვენი თანამშრომლობა ოფიციალურად გაფორმდა, “ანაგი” იქნება ჩვენი პირველი პროექტის, Homer Alpha-ს გენერალური კონტრაქტორი და ვფიქრობ, კარგი კოლაბორაცია გამოგვივა. ეს გამორჩეული პროექტი უნდა იყოს ხარისხით, არქიტექტურით. ჩვენი და “ანაგის” ერთობლივი მუშაობით გვინდა კარგი მაგალითი შევქმნათ იმის, როგორი ხარისხიანი პროექტი შეიძლება გაკეთდეს ქალაქში. მოგეხსენებათ, ჩვენ დეველოპერები ვართ, არ ვაშენებთ.
პროექტი საკმაოდ მასშტაბურია, აღჭურვილი იქნება სმარტ სისტემებით. ამით გვინდოდა ფეხი აგვეწყო თანამედროვე ტექნოლოგიებისთვის. ამას გარდა, 7300 კვადრატულ მეტრზე მეტი სივრცეა დათმობილი რეკრეაციისთვის, სადაც მათ შორის იქნება საბავშვო, სპორტული, შინაური ცხოველების სივრცე”,- აღნიშნა ნიკოლოზ მეძმარიაშვილმა.
ცნობისთვის, Homer-ი საქართველოს ბაზარზე ახალი დეველოპერული კომპანიაა. ის საერთაშორისო საფინანსო ფონდის, NDJ Investment-ის $62-მილიონიანი ინვესტიციით მასშტაბურ პროექტს – Homer Alpha-ს ახორციელებს.