სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახური ტემი ბრიუსი, რობინ დანიგანის პოსტიდან წასვლას ეხმაურება.
როგორც მან globalnews.ge-ს უთხრა, დანიგანს სრული მხარდაჭერა აქვს, რაც შეეხება საქართველოსთან პოლიტიკას, სახელმწიფო დეპარტამენტში მთავრობას ახსენებენ იმ ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის არის საჭირო.
“მადლობას ვუხდით ელჩ დანიგანს 33 წლის განმავლობაში შეერთებული შტატების გამორჩეული სამსახურისთვის. მას ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს თანამდებობის დატოვებამდე. განვაგრძობთ საქართველოსადმი ჩვენი მიდგომის შეფასებას ამერიკული ინტერესების წინსვლისთვის.
შეერთებულმა შტატებმა ნათლად აჩვენა, თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია საქართველოს მთავრობას, რათა დაამტკიცოს, რომ იგი სერიოზულადაა განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესების კუთხით”, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხში.