ტრამპის განცხადებით, შეთანხმება ითვალისწინებს მნიშვნელოვან გარემოებებს, რომელთა შორისაა იშვიათი მინერალების მიწოდება ამერიკისთვის, ასევე ჩინელ სტუდენტებს ამერიკულ სასწავლებლებში სწავლების შესაძლებლობა.
„ჩინეთთან შეთანხმება მიღწეულია, და მას საბოლოოდ პრეზიდენტ სი ძინპინისა და ჩემი მხრიდან უნდა მიიღოს დამტკიცება. ჩვენ გარანტირებულად მივიღებთ საჭირო იშვიათ მინერალებს, ხოლო ჩინელი სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, განაგრძონ სწავლა ამერიკულ უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში. ჩვენი შეთანხმების შედეგად, ამერიკა მიიღებს 55%-იან ტარიფს, ხოლო ჩინეთი – 10%-იანს. ურთიერთობა შესანიშნავია!“ – განაცხადა ტრამპმა სოციალურ ქსელში, Truth Social-ზე.
პრეზიდენტის განცხადებით, მოლაპარაკებები არა მხოლოდ ეკონომიკურ ურთიერთობებს შეეხება, არამედ ჩინეთთან ერთობლივი თანამშრომლობა უფრო მასშტაბურად იქნება მიმართული.