მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 1.12 მლნ ლიტრი ქართული ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს 78%-ით აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, მარკეტინგული კამპანია 2013 წლიდან მიმდინარეობს.
ბოლო ტენდენციებით ჩინეთი მყარად დამკვიდრდა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში.
ზრდადი ტენდენციაა კომპანია “ასკანელშიც.” 2025 წლის 4 თვეში ჩინეთის ბაზარზე მათი ღვინის გაყიდვების რაოდენობა გასული სრული წლის მაჩვენებლებს აჭარბებს. თუმცა როგორც კომპანიის დირექტორი ირაკლი უგულავა განმარტავს, რომ მასშტაბური ზრდა წინა პერიოდში არსებულ მცირე მოთხოვნას უკავშირდება.
“2021 წლიდან წლიურ ჭრილში ამ ბაზარზე კლება იყო, მაშინ როდესაც დიდი პერსპექტივით ვუყურებთ და ამ ფონზე სასიამოვნოა, რომ წლის 4 თვე ასეთი ზრდით დასრულდა.
ჩვენ უკვე გვაქვს შესრულებული გასული წლის მონაცემები. წელს დაახლოებით ნახ მლნ ბოთლის გადატვირთას ვგეგმავთ, თუმცა ეს სხვების ფონზე ძალიან დიდი მაჩვენებლები არ არის. ვერ ვიტყვით, რომ რაიმე გასკაუთრებული ღონისძიებები განვახორციელეთ, კონკრეტულ შეკვეთებს უკავშირდება. არიან ბაზარზე უფრო სისტემური კომპანიები, რომლებიც აქტიურად მუშაობენ.
რუსეთის, პოლონეთის, უკრაინის შემდეგ, ყაზახეთი და ჩინეთი ინაწილებენ მეოთხე მეხუთე ადგილებს და საშუალო ფასს რომ შეხედოთ, ჩიური ბაზარი არ არის უინტერესო. ხუთივე ბაზართან შედარებით საშუალო ფასი მაღალია ბოთლზე.
ნებისმიერი სხარისხს წაღებაზე არიან თანახმა, თუმცა ჩვენ ჩინური ბაზრისთვის ცალკე ღვინოს არ ვაკეთებთ, ამიტომ საფასო კონკურენციას ხშირად ვერ ვუწევთ და უარს ვამბობთ შეკვეთებზე. თუმცა არის მოთხოვნა მაღალ ფასიანზეც, მრავალფეროვანი და საინტერესო ბაზარია. სტრატეგიულ ბაზრად ვუყურებთ, მიუხედავად იმისა რომ მოხმარება მცირდება.
კომპანია იზრდება, ამიტომ დივერსიფიკაციისთვის მნიშვნელოვანია როგრც აზიური, ისე ევროპული ბაზრები განვავითაროთ. წელიწადზე მეტია ვმუშაობთ ევროპაში ორ დიდ ქსელთან რაღაც ეტაპები გავლლია და იმედი გვაქვს, რომ მალე გვექნება ხელშესახები სიახლეები. იაპონური ბაზარია ასევე მნიშვნელოვანი, თუმცა მოცულობაში ჩინეთს ვერ შეედრება.” – აღნიშნა ირაკლი უგლავამ.