ჩინეთის სახელმწიფო საბჭომ კიდევ ათი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას დაუჭირა მხარი. როგორც Bloombeg-ი წერს, ჩინეთისთვის ატომური ენერგია ერთ-ერთი მთავარია სუფთა ენერგიაზე გადასვლის პოლიტიკაში.
ქვეყანაში ამ ეტაპზე 30 სადგური მშენებლობის პროცესშია და მოსალოდნელია, რომ ათ წელში ჩინეთი მსოფლიოში ატომური ენერგიის ყველაზე დიდი მწარმოებელი იქნება. ამას გარდა, წლის ბოლოსთვის ჩინეთის ატომური დადგმული სიმძლავრე 65 გიგავატამდე უნდა გაიზარდოს, ანუ ხუთი გიგავატით წლიურად.
ჩინეთის ბირთვული ენერგიის ასოციაციის განცხადებით, 2040 წლისთვის ქვეყნის ბირთვული სიმძლავრე 200 გიგავატამდე გაიზრდება და მისი წილი ჯამურ გამომუშავებაში 10%-მდე იქნება. რაც შეეხება 10 სადგურს, რომლის მშენებლობაც ახლახან გადაწყდა, მათი ჯამური ღირებულება დაახლოებით 27 მილიარდ დოლარს შეადგენს.