ჩინეთი არის სწორედ ის ზესახელმწიფო, რომელსაც უნდა მიბაძოს ყველამ – ირაკლი კობახიძე

“უნდა გავუფრთხილდეთ ტრადიციულ ფასეულობებს” – ირაკლი კობახიძე ოჯახის სიწმინდის დღეზე
ჩინეთი არის სწორედ ის ზესახელმწიფო, რომელსაც უნდა მიბაძოს ყველამ, – ამის შესახებ “ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ჩინეთი არის ის ზესახელმწიფო, რომელსაც 45 წლის განმავლობაში არცერთ ომში არ მიუღია მონაწილეობა, თავიდან ბოლომდე იყო ორიენტირებული პროგრესზე, მოდერნიზაციაზე, ეკონომიკის განვითარებაზე და შედეგიც სახეზეა.

„დღევანდელი სამყარო არის ძალიან დიდი გამოწვევებით სავსე, როდესაც საქმე ეხება კონკრეტულად მშვიდობას – ჩვენ გვაქვს ფართო რეგიონში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი, მასშტაბური ომი, ჩვენს გარშემო, სამწუხაროდ, არის არაერთი ომი და ასეთ ვითარებაში საჭიროა, ვისაუბროთ მშვიდობის მნიშვნელობაზე.

ძალიან დიდია ამ ყველაფერში ზესახელმწიფოების როლი, როცა ვსაუბრობთ მსოფლიო მასშტაბით, გლობალურად მშვიდობის განმტკიცებაზე. დღევანდელ კონფერენციას მიმართავს ჩინეთის ელჩი საქართველოში და ვფიქრობ, ჩინეთი არის სწორედ ის ზესახელმწიფო, რომელსაც უნდა მიბაძოს ყველამ. გასული 45 წლის განმავლობაში, ჩინეთი იყო ზუსტად ის ზესახელმწიფო, რომელსაც არც ერთ ომში არ მიუღია მონაწილეობა და თავიდან ბოლომდე იყო ორიენტირებული პროგრესზე, მოდერნიზაციაზე, ეკონომიკის განვითარებაზე და შედეგებიც, ვფიქრობ, სახეზეა. განსაკურებით უნდა დავაფასოთ ამ სახელმწიფოს როლი არამხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიო მასშტაბით მეტი მშვიდობის უზრუნველყოფაში”, – განაცხადა კობახიძემ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *