ჩინეთი სერიოზულად შეშფოთებულია აშშ-ის „ოქროს გუმბათის“ პროექტის გამო და მოუწოდებს ვაშინგტონს,

ჩინეთი სერიოზულად შეშფოთებულია აშშ-ის „ოქროს გუმბათის“ პროექტის გამო და მოუწოდებს ვაშინგტონს,

ჩინეთი სერიოზულად შეშფოთებულია აშშ-ის „ოქროს გუმბათის“ პროექტის გამო და მოუწოდებს ვაშინგტონს, უარი თქვას მის განვითარებაზე, – სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მაო ნინმა განაცხადა.

„შეერთებული შტატები, რომელიც მისდევს აშშ-ის პირველ ადგილზე დაყენების პოლიტიკას, ცდილობს საკუთარი აბსოლუტური უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ეს ძირს უთხრის გლობალურ სტრატეგიულ ბალანსსა და სტაბილურობას. ჩინეთი სერიოზულად შეშფოთებულია ამის გამო“, – განაცხადა მაო ნინმა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მოუწოდა ვაშინგტონს, რაც შეიძლება სწრაფად თქვას უარი ამ სისტემის განვითარებაზე და გადადგას ნაბიჯები ნდობის გასაძლიერებლად.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დაამტკიცა 175 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტი, რომლის სახელწოდებაა „ოქროს გუმბათი“.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *