ჩინეთი 10 აპრილიდან ამერიკულ პროდუქტზე 84-პროცენტიან ტარიფებს დააწესებს

ჩინეთი 10 აპრილიდან ამერიკულ პროდუქტზე 84-პროცენტიან ტარიფებს დააწესებს

ჩინეთი 10 აპრილიდან ამერიკულ პროდუქტებზე 84-პროცენტიან ტარიფებს დააწესებს. მანამდე ჩინეთს ამერიკულ პროდუქციაზე 34-პროცენტიანი ტარიფები ჰქონდა გამოცხადებული.

ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ განაცხადა, რომ მან დაამატა 12 ამერიკული სუბიექტი ექსპორტის კონტროლის სიაში და ექვსი აშშ სუბიექტი – „არასანდო სუბიექტების“ სიაში.

ჩინეთის კომერციის სამინისტროს განცხადების თანახმად, აშშ-ის პრაქტიკა ჩინეთის მიმართ ტარიფების გაზრდის თაობაზე არის შეცდომა, რომელიც სერიოზულად არღვევს ჩინეთის ლეგიტიმურ უფლებებსა და ინტერესებს, სერიოზულად აზიანებს წესებზე დაფუძნებულ მრავალმხრივ სავაჭრო სისტემას და სერიოზულ გავლენას ახდენს გლობალური ეკონომიკური წესრიგის სტაბილურობაზე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *