ჩინეთს შეთანხმების დადება სურს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე შეფასებით, მათ, უბრალოდ, არ იციან, როგორ მიუდგნენ ამ საკითხს, მაგრამ მიხვდებიან.
„ჩინეთს სურს შეთანხმების დადება. მათ, უბრალოდ, არ იციან, როგორ მიუდგნენ ამას. იცით, ეს ერთ-ერთი იმ საკითხთაგანია, რომელიც მათ ბოლომდე არ იციან – ჩინელებიი ამაყი ხალხია. პრეზიდენტი სი ძინპინი ამაყი კაცია. მე მას ძალიან კარგად ვიცნობ. მათ არ იციან, ზუსტად როგორ მიუდგნენ ამას. მაგრამ ისინი მიხვდებიან. ისინი მიხვედრის პროცესში არიან, მაგრამ მათ შეთანხმების დადება სურთ“, – განაცხადა ტრამპმა.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფები 125%-მდე გაზარდა.