ჩინეთში საწარმოო აქტივობა შემცირდა

შემოდის თუ არა საქართველოში ე.წ. “სოციალური” ჩინური ბანკი? – საელჩოს პასუხი
ჩინეთის მასშტაბით საწარმოო აქტივობის ინდექსი შემცირდა, რაც ინვესტორებისთვის მოულოდნელი სიახლე იყო.

სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, წარმოების ინდექსი (PMI) ივლისში 49.4-მდე შემცირდა, რაც პანდემიური პერიოდის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე დაბალი ნიშნულია.

PMI ინდექსი აქტიურად გამოიყენება ჩინეთის ეკონომიკური აქტივობის შესაფასებლად, როდესაც მაჩვენებელი 50-ს აჭარბებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკა იზრდება, 50-ზე დაბალი მაჩვენებელი კი ეკონომიკური აქტივობის შემცირებაზე მიუთითებს.

წარმოების სექტორს ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ფორმირებაში ყველაზე დიდი, 28%-იანი წილი უჭირავს, შესაბამისად, მისი შემცირება ქვეყნის ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება.

მდგომარეობის გაუარესება რიგი ფაქტორებითაა განპირობებული, მათ შორისაა: კოლაფსის პირას მყოფი უძრავი ქონების სექტორი, მკვეთრად გაძვირებული კრედიტი, მომატებული ინფლაცია და მსოფლიოს მასშტაბით ჩინურ პროდუქციაზე შემცირებული მოთხოვნა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *