რეკორდულად გაზრდილი ფასის მიუხედავად, გლობალური ცენტრალური ბანკები ოქროს ყიდვას აგრძელებენ.
მსოფლიო ოქროს საბჭოს (World Gold Council) ინფორმაციით, საერთო ჯამში, ბანკები წლიურად საშუალოდ 1000 ტონა ოქროს ყიდულობენ და მოთხოვნა არსად არ ქრება.
უშუალოდ ოქროს ფასს რაც შეეხება, ის ამჟამად უნციაზე 3,374 დოლარს შეადგენს, რაც ერთწლიან პერიოდში 43%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. უნდა აღინიშნოს, რომ აპრილში ოქროს ფასმა რეკორდულ 3,500-დოლარიან ნიშნულს მიაღწია, რაც მსოფლიოს მასშტაბით გეოპოლიტიკური რისკების ზრდით იყო განპირობებული.
ინვესტორები ოქროს პორტფელის დივერსიფიკაციის და გლობალური კრიზისებისგან თავის დაზღვევის მიზნით ყიდულობენ. გარდა ამისა, ცენტრალურ ბანკებს ის რეზერვების შესავსებად სჭირდებათ.