ცენტრალური ტელეგრაფის შენობის რეკონსტრუქცია დასრულდა

ცენტრალური ტელეგრაფის შენობის რეკონსტრუქცია დასრულდა

თბილისის ისტორიულ ცენტრში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ტელეგრაფი 20 ივნისიდან მიიღებს პირველ სტუმრებს და მათ უმაღლესი ხარისხის ინოვაციურ მომსახურებასთან ერთად დახვეწილი დიზაინის სივრცეებს და განსაკუთრებულ ატმოსფეროს შესთავაზებს.

სასტუმროს განახლებულ დიზაინზე მსოფლიოში ერთ-ერთმა გამორჩეულმა არქიტექტურულმა სტუდიამ Neri&Hu. იმუშავა, რომელსაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა მასშტაბის არქიტექტურულ და დიზაინ-პროექტებზე მუშაობის გამოცდილება აქვს, მათ შორის ისტორიული შენობების რეკონსტრუქციაზე, და არის მრავალი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი.

ყოფილი ცენტრალური ტელეგრაფის შენობის არქიტექტორები არიან ლადო ალექსი-მესხიშვილი და თეიმურაზ მიქაშავიძე. შენობის რეკონსტრუქცია ისტორიული იერსახის შენარჩეუნებით განხორციელდა და გარდა შესანიშნავი დიზაინისა, ითვალისწინებს მწვანე ენერგოეფექტური სასტუმროს შექმნას, რაც განახლებული შენობის მნიშვნელოვანი მახასიათებელია და თანამედროვე შენობის ხარისხის განსაზღვრისას ერთ-ერთ მთავარ პარამეტრად მიიჩნევა.

ტელეგრაფი სილქ როუდ ჯგუფის კიდევ ერთი მასშტაბური პროექტია. ახალი სასტუმრო ცხრა სხვადასხვა კატეგორიის 239 ნომერს, განსხვავებული კონცეფციის შვიდ რესტორანს, ჯაზ კლუბს, ბარსა და საბანკეტო-საკონფერენციო დარბაზს აერთიანებს. ტელეგრაფის რეკონსტრუქციისთვის გაწეული ინვესტიცია 65 მილიონ ევროს შეადგენს, რაც ქვეყნის ორი უმსხვილესი ბანკის, თიბისის და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა.

ტელეგრაფი პირველი სასტუმროა რეგიონში, რომელიც შეუერთდა მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების ორგანიზაციას The Leading Hotels of The World, რაც ნიშნავს ჩვენი ქვეყნის სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტის დანერგვას. ტელეგრაფის რეკონსრუქცია რესპუბლიკის მოედნის განვითარების კონცეფციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *