მისივე თქმით, ორივე მხარემ დაადასტურა ინტერესი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარებაზე.
„ხაზი გავუსვით იმას, რომ ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს არა მხოლოდ კეთილმეზობლური, არამედ ნამდვილი მეგობრული ურთიერთობები. გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა პოლიტიკური თვალსაზრისით და ასევე, ეკონომიკური კუთხით, გვაქვს არაერთი სტრატეგიული პროექტი. მნიშვნელოვანია სამმხრივი ფორმატიც, რომელიც ჩვენ, თურქეთს და აზერბაიჯანს გვაკავშირებს. ხაზი გავუსვით, რომ მიუხედავად დღეს არსებული ურთიერთობების ძალიან მაღალი დონისა, არსებობს განვითარების შემდგომი პოტენციალი. ყველა თემას შევეხეთ და გვქონდა ორმხრივად დადასტურებული ინტერესი იმასთან დაკავშირებით, რომ კიდევ უფრო სწრაფად განვითარდეს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები,“- აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე ანტალიაში მიმდინარე ფორუმს ესწრება, რომლის თემაა “დიპლომატიის აღდგენა ფრაგმენტულ სამყაროში“. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდა ევროსაბჭოს პრეზიდენტ ალენ ბერსეს, ასევე უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანს.