წალენჯიხის ნიკო კვარაცხელიას სახელობის IT სკოლაში შესარჩევი ეტაპი იწყება

წალენჯიხის ნიკო კვარაცხელიას სახელობის IT სკოლაში შესარჩევი ეტაპი იწყება
წალენჯიხის ნიკო კვარაცხელიას სახელობის IT სკოლაში შესარჩევი ეტაპი იწყება.

Tsalenjikha IT-School-ის ინფორმაციით, დაინტერესებულ მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ სკოლის ასაკიდან ისწავლონ პროგრამირება სრული დაფინანსებით.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული შესაძლებლობა 14-17 წლის მოსწავლეებს ეძლევათ.

რას მოიცავს Teen Programmers:

პირველ საფეხურზე მოსწავლეები ეუფლებიან პროგრამირების საბაზისო მიმართულებებიდან ერთ-ერთს:

  • შესავალი Frontend development ( HTML, CSS, JS)
  • შესავალი Backend Development (Python Fundamentals )

კურსის ფარგლებში მონაწილეები შეიძენენ:

  • კომუნიკაციის, აზროვნების, ლოგიკის უნარები;
  • დამოუკიდებლად პროექტის წარმოების უნარი, ძიებას, შექმნილი პროექტის დატესტვის, პრეზენტაციისა და გუნდურ მუშაობის უნარები;
  • თვითგანვითარების უნარებს.

კურსის ხანგრძლივობა 40 საათი, კვირაში 3 ჯერ. სწავლის თვეები : სექტემბერი, ოქტომბერი.

“თუ უკვე დარეგისტრირდი, დაელოდე შერჩევის პროცესს მეილზე და მოხვდი 45 სტუდენტს შორის, თუ ჯერ არ დარეგისტრირებულხარ, გადადი მითითებულ ბმულზე“, – ავრცელებს Tsalenjikha IT-School-ი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *