წელს აჭარაში 30 საჯარო სკოლის მშენებლობა და 70-ის რეაბილიტაცია იგეგმება – სულხან თამაზაშვილი

წელს აჭარაში 30 საჯარო სკოლის მშენებლობა და 70-ის რეაბილიტაცია იგეგმება – სულხან თამაზაშვილი
2025 წელს აჭარაში 30 საჯარო სკოლა აშებდება, 70 კი რეაბილიტირდება – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა აჭარის უმაღლეს საბჭოში მთავრობის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მთავრობის პრიორიტეტი თანამედროვეობის მოთხოვნებზე მორგებული განათლების სისტემის შექმნაა.

„ქვეყნის განვითარებისა და სტაბილური მომავლის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია განათლება და მომავალ თაობაზე ზრუნვა. მთავრობის ძირითადი მიმართულებაა ინკლუზიური, ხარისხიანი და თანამედროვე მოთხოვნებზე ორიენტირებული განათლების სისტემის უზრუნველყოფა და ხელმისაწვდომობის გაზრდა“, – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

მისი თქმით, რეგიონში გრძელდება საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარება. 2025 წელს დაგეგმილია 30 საჯარო სკოლის მშენებლობა და 70 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს საჯარო სკოლების მატერიალური ბაზის მოწყობა; ინკლუზიური, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით სხვადასხვა პროექტის განხორციელება.

მთავრობის ანგარიშის მიხედვით, განათლების ხელშეწყობის პარალელურად, აჭარის მთავრობა აქტიურად არის ჩართული სპორტის განვითარებასა და პოპულარიზაციაში. რეგიონში სპორტის დაფინანსებამ 18 მილიონ ლარს გადააჭარბა. მიმდინარე წელს, გაიზარდა სპორტული ფედერაციების ყოველწლიური დაფინანსება. მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას – როგორც არსებული სპორტული კომპლექსების რეაბილიტაციას, ასევე ახალი კომპლექსების, საფეხბურთო და რაგბის სტადიონების მშენებლობას.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *