ბათუმში, სამშენებლო ზედამხედველობის განყოფილების მიერ მიმდინარე წელს 189 სამშენებლო ობიექტი შემოწმდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს.
როგორც უწყება იტყობინება, შემოწმების შედეგად 46 უნებართვო მშენებლობის ფაქტი გამოვლინდა და სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოება დაიწყო. ასევე, გამოვლინდა 12 სანებართვო პირობების დარღვევა
გარდა ამისა, 126 სამშენებლო ობიექტი გადამოწმდა ეტაპის დადასტურების ფარგლებში;
5 – უნებართვო და პროექტის დარღვევით მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოება შეწყდა;
ხოლო 58 – ობიექტზე საქმისწარმოება მიმდინარეობს.