კითხვაზე თუ რა დროზეა საუბარი, მერიაში BM.GE-ს უპასუხეს, რომ საუბარია მიმდინარე წლის მონაცემებეზე.
კალაძე, მოქალაქეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ კანონს და მშენებლობის დაწყებამდე მერიის შესაბამის სამსახურებს მიმართონ ნებართვის მისაღებად.
„ეს იყო ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა, რომელიც დღესაც პრობლემაა. მიმდინარე წელს ინსპექციის მიერ უკვე შეჩერებულია 118 უკანონო მშენებლობა, მათ შორის, სახელმწიფოსა და თვითმმართველობის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე“, – განაცხადა კალაძემ.
მისი განმარტებით, უკანონო მშენებლობის შემთხვევაში, სამართალდამრღვევი 50 000 ლარით ჯარიმდება, ხოლო განმეორებითი დარღვევა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ინსპექცია უფლებამოსილია, განახორციელოს უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი.
„ჩვენმა ინიციატივამ, რომელიც ქალაქში უკანონო მშენებლობების წინააღმდეგ 2019 წელს გაუაქტიურა კანონმდებლობა, უკვე გამოიწვია ფინანსური სანქციების გამკაცრება და სამუშაოების შეჩერების დაუმორჩილებლობის შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემოღება“, – აღნიშნა კალაძემ.
მერი დასძენს, რომ ქალაქში რეკრეაციული სივრცეების და სპორტული მოედნების ნაცვლად მშენებლობების განხორციელება უკვე დასრულებულია და ასეთ პრაქტიკას ვერანაირი შემთხვევითობა ვერ გაამართლებს. „რეკრეაციული სივრცეები უნდა დარჩეს ქალაქს, მომავალ თაობებს, ჩვენს შვილებს“, – განაცხადა კალაძემ.
მერის განცხადებით, თბილისის ურბანული განვითარების პროცესში უნდა იყოს გამართული, სწორად დაგეგმილი და კანონმორჩილი.