“წელს, მოცვის მოსავლის 30%-იან ზრდას ველით” – “ბლუ ბერდ ბერიზ”

“წელს, მოცვის მოსავლის 30%-იან ზრდას ველით” – “ბლუ ბერდ ბერიზ”

წელს, მოცვის მოსავლის 30%-იან ზრდას ველით, – ამის შესახებ კომპანიის “ბლუ ბერდ ბერიზ” დამფუძნებელმა, ბაია სალუქვაძემ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.

მისი განცხადებით, პროგნოზირებული ზრდის მიზეზი ის არის, რომ ბაღები, რომლებიც მსხმოიარობაში არ იყვნენ, წელს მათგან უკვე მოსავალს მიიღებენ. ის ასევე დასძენს, რომ ქართული მოცვის მიმართულებით ინტერესს ევროპული ბაზრებიდან ელიან. უფრო კონკრეტულად, მაისში გერმანიიდან, ჰოლანდიიდან წარმომადგენლები უნდა ჩამოვიდნენ, რომლებიც მოცვის წარმოებას ადგილზე დაათვალიერებენ.

“მოცვი ქართული ისტორიისთვის შედარებით ახალი კულტურაა და შეცდომები ყველამ დავუშვით, მაშინ, როდესაც პირველ ბაღებს ვაშენებდით. ეს იქნებოდა ნიადაგის შერჩევა, მისი მომზადება დასარგავად, ნერგების სელექცია თუ ა.შ. თუმცა ვფიქრობ, რომ სექტორი ახლა უფრო განვითარებულია. მოცვის მოსავალზე ნალექი ცუდად აისახება და სამწუხაროდ, წლევანდელი წელი უხვი ნალექით გამოირჩევა, რომელიც წამლობების დროულად ჩატარებას აფერხებს. შესაბამისად, ეს ხარისხზეც აისახება. თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ გვექნება კარგი მოსავალი. ამასთან, მოსავლის აღების პერიოდში არ გვექნება ნალექი, რათა მოსავალი დროულად დავაბინავოთ”, – განაცხადა ბაია სალუქვაძემ და დასძინა, რომ ივნისის პირველ კვირაში დაიწყება კრეფის პროცესი.

ამასთან, მისივე თემით, მოლოდინია, რომ ქართული მოცვი თავის ნიშას ევროპულ ბაზრებზე დაიჭერს. როგორც ბაია სალუქვაძემ აღნიშნა, ამ კუთხით ქართული მოცვის ექსპორტიორები აქტიურად მუშაობენ. შესაბამისად, ის ელის, რომ წელს გაცილებით მეტი მოცვი გავა ექსპორტზე, ვიდრე გასულ წელს.

კომპანია “ბლუ ბერდ ბერიზ”-ის დამფუძნებელი დასძენს, რომ ისინი ახალი ბაღების გაშენებას და უფრო მდგრადი ჯიშების შემოტანას ცდილობენ, რომლებიც ტრანსპორტირებას გაუძლებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *