წელს, სასტუმროს მშენებლობის 32 ნებართვა გაიცა, 11 სასტუმრო კი ექსპლუატაციაში მიიღეს

წელს, სასტუმროს მშენებლობის 32 ნებართვა გაიცა, 11 სასტუმრო კი ექსპლუატაციაში მიიღეს

მიმდინარე წლის I კვარტალში სასტუმროს მშენებლობის 32 ნებართვა გაიცა, მათგან ყველაზე მეტი – 9 სასტუმროს მშენებლობა/რეკონსტრუქციაზე ნებართვა აჭარაში გაიცა, 8 – სამცხე-ჯავახეთში, 7 – თბილისში, 3-3 – იმერეთსა და კახეთში, ხოლო 1-1 – ქვემო ქართლში და რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

საქსტატის ცნობით, ჯამში სხვადასხვა ტიპის ობიექტის მშენებლობა/რეკონსტრუქციაზე იანვარ-მარტში გაცემულია 2,358 ნებართვა. მათ შორის ყველაზე მეტი საცხოვრებელ შენობებზე მოდის (1630), მეორე ადგილზეა სამრეწველო და სასაწყობო შენობა – 183 ნებართვით, სავაჭრო ობიექტი – 161, ადმინისტრაციული შენობა – 28, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტი – 27, კაფე-რესტორანი – 20 და სხვა.

რაც შეეხება ექსპლუატაციაში მიღებულ ობიექტებს, მიმდინარე წლის I კვარტალში ექსპლუატაციაში მიიღეს 11 სასტუმრო ობიექტი. მათ შორის 3-3 იმერეთსა და კახეთში, 2-2 აჭარასა და თბილისში, ხოლო 1 – მცხეთა-მთიანეთში.

სხვა ტიპის ობიექტებს შორის არის 403 საცხოვრებელი შენობა, 82 – სავაჭრო ობიექტი, 4 – კაფე-რესტორანი და სხვა.

ჯამში, I კვარტალში ექსპლუატაციაში 698 ობიექტი მიიღეს, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 841 იყო.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *