წელს, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტს 152 კომპანია ახორციელებს – TOP-ექსპორტიორები

წელს, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტს 152 კომპანია ახორციელებს – TOP-ექსპორტიორები

2024 წელს საქართველოდან აშშ-ში ექსპორტს 304 კომპანია ახორციელებდა. წელს, მხოლოდ იანვარ-აპრილის პერიოდში კი – 152.

BMG-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში, ძირითადად მზარდია იმ კომპანიების რიცხვი, ვინც აშშ-ში ექსპორტს ახორციელებდა.

საქართველოდან აშშ-ში ექსპორტიორთა რაოდენობა წლების მიხედვით:

2014 წელი – 86

2015 წელი – 152

2016 წელი – 147

2017 წელი – 218

2018 წელი – 228

2019 წელი – 255

2020 წელი – 291

2021 წელი – 319

2022 წელი – 314

2023 წელი – 347

2024 წელი – 304

2025 [4 თვე] – 152.

BMG-მ საქსტატიდან იმ კომპანიების სიაც გამოითხოვა, რომლებმაც მიმდინარე წლის იანვარ-მარტში აშშ-ში ყველაზე მეტი ექსპორტი განახორციელეს.

აშშ-ში ექსპორტიორი TOP-20 კომპანია:

აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი;

ი/მ ნიკოლოზ ქუთათელაძე;

სს აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი);

სს თელავის ღვინის მარანი;

სს ლომისი;

შპს ამფორა ვაინი;

შპს არომაპროდუქტი;

შპს ეის ფორვარდინგ;

შპს ელბეტრანს;

შპს ესტემედ;

შპს ივერია ფრანსი;

შპს ინტერნეშენალ ტრეიდ კო;

შპს კახური ღვინის მარანი;

შპს კომკომ;

შპს მარნეულის სასურსათო ქარხანა;

შპს პალატი 2022;

შპს რუსთავის ფოლადი;

შპს სი-ფი-აი ჯორჯია;

შპს ჯორჯია ფროზენ ბერრის;

შპს ჯორჯიან ნექტარ.

შენიშვნა: კომპანიები რეიტინგის მიხედვით არაა დალაგებული.

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველომ აშშ-ში 21 მილიონი დოლარის საქონელია გაყიდა. კერძოდ, ინვარ-აპრილში წლების მიხედვით ექსპორტის მაჩვენებელი ასეთი იყო: 2021 წელი – $38 მლნ, 2022 წელი – $88 მლნ, 2023 წელი – $18 მლნ, 2024 წელი – $34 მლნ, 2025 წელი – $21 მლნ.

ძირითადი საექსპორტო პროდუქცია, რომელიც საქართველომ წელს აშშ-ში გაყიდა, მილები, საფრენი აპარატის ნაწილები, ღვინო, ხილის და ბოსტნეულის წვენები და ფერადი ლითონებია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *