“წელს 5 500-ზე მეტმა იყიდა დაზღვევა, ჯამში დაზღვეულია ₾127 მილიონის მოსავალი” – სოფლის განვითარების ს

“წელს 5 500-ზე მეტმა იყიდა დაზღვევა, ჯამში დაზღვეულია ₾127 მილიონის მოსავალი” – სოფლის განვითარების ს

სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამა 10 წელზე მეტია მოქმედებს და ფერმერებს სადაზღვევო პრემიის 70%-ის თანადაფინანსებას სთავაზობს. სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილი ამბობს, რომ წლიდან წლამდე პროგრამის ბენეფიციარების რაოდენობა იზრდება, ამ მოცემულობით კი 2025 წლის მოსავალი 5 500-ზე მეტ ფერმერს აქვს დაზღვეული. ჯამში დაზღვეულია 127 მლნ ლარზე მეტი ღირებულების მოსავალი.

“მაშინ როდესაც სავალდებულო გახდა საჯარო რეესტრში მიწის რეგისტრაცია, პოლისების რაოდენობაში შემცირება გვქონდა, თუმცა სისტემურმა რეგისტრაციამ მეტწილად ეს ნაწილი მოაგვარა და წლიდან წლამდე უფრო იზრდება ბენეფიცირების რაოდენობა. 15 მაისის მდგომარეობით 5 500-ზე მეტი ბენეფიციარი გვყავს, რომელსაც 2025 წლის მოსავალი აქვს დაზღვეული. ჯამში კი დაზღვეული არის 127 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების მოსავალი,”- ამბობს სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილი.

ფერმერთა ნაწილი თვლის, რომ სადაზღვევო რისკებს საგაზაფხულო ყინვებიც უნდა დაემატოს, რადგან პრაქტიკაში ისინი ამ მხრივ ზარალის ანაზღაურებას საჭიროებენ, პროგრამა კი რისკს არ ანაზღაურებს. სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილი აცხადებს, რომ ამ კუთხით ფერმერების მხრიდან მოთხოვნა დიდია, თუმცა მისი თქმით, პროდუქტის სიძვირის გამო სადაზღვევო ინდუსტრიის მხრიდან ინტერესი დაბალია.

“სადაზღვევო კომპანია თუ მზად არ იქნება კონკრეტული რისკის დაზღვევაზე იქ სახელმწიფოც ვერ შევა თანადაფინანსებით. თუმცა არსებობს გარკვეული რისკები, რომლებიც მეტწილად სისტემურ ხასიათს ატარებს და არა მარტო საქართველოში, არამედ ისეთ ძლიერ ქვეყნებში, სადაც უფრო მეტად ძლიერია სოფლის მეურნეობის ნაწილში აგროდაზღვევა, იქაც კი ვერ ახდენს სახელმწიფო თანადაფინანსებას, იმიტომ რომ ზიანის გადახდას ახდენენ სადაზღვევო კომპანიები. მზაობა კი მათი მხრიდან, როგორც ჩვენგან ისე სხვაგან აგროდაზღვევის კუთხით სადაზღვევო კომპანიების მხრიდან ნაკლებია.

ბევრი მოთხოვნა შემოდის საგაზაფხულო ყინვასთან დაკავშირებით, თუმცა ეს სისტემური რისკია. როცა საგაზაფხულო ყინვა ხდება ეხება მთელ რეგიონს, ყველა კულტურას, ამ შემთხვევაში რისკი უდგება ძალიან დიდი სადაზღვევო ინდუსტრიას, რომლის დაფარვის შესაძლებლობა მათ უნდა ჰქონდეთ. თუ არ ექნებათ ეს შესაძლებლობა გამოვა რომ ბენეფიციარებსაც შეცდომაში შევიყვანთ, აქედან გამომდინარე სახელმწიფო პროგრამაში ეს რისკი გათვალისწინებული არ არის,”- ამბობს სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *