“წინა საახალწლოდ, „ითაბანის“ ღვინოები ადგილობრივ ბაზარზე გამოჩნდება” – მეღვინეობა

“წინა საახალწლოდ, „ითაბანის“ ღვინოები ადგილობრივ ბაზარზე გამოჩნდება” – მეღვინეობა

“წინა საახალწლოდ, „ითაბანის“ ღვინოები ადგილობრივ ბაზარზე გამოჩნდება” – მეღვინეობა

“წინა საახალწლოდ, „ითაბანის“ ღვინოები ადგილობრივ ბაზარზე გამოჩნდება”, – ამის შესახებ BM.GE-სთან კოჭლამაზაშვილების საოჯახო მარნის დამფუძნებელმა, რატი კოჭლამაზაშვილმა ისაუბრა.

მისივე ცნობით, ამ დრომდე თუ მხოლოდ ადგილზე, მარანში შეიძლებოდა „ითაბანის“ ღვინოების დაგემოვნება და შეძენა, წინა საახალწლოდ ისეთ ლოკაციებში იქნება წარმოდგენილი, როგორცაა 8000 მოსავალი და რამდენიმე რესტორანი.

„ამ დრომდე, ღვინის დაგემოვნება და შეძენა მეტწილად „ითაბანში“ შეიძლებოდა. ახლა კი, შარშანდელი მოსავალი, რომელსაც შემოდგომას ჩამოვასხამთ, ადგილობრივ ბაზარზე გამოჩნდება“, – ამბობს რატი კოჭლამაზაშვილი.

რაც შეეხება ექსპორტს, მარნის დამფუძნებლის თქმით, საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა წელს არ იგეგმება, თუმცა მომდევნო წლებში განიხილება ევროპასა და ამერიკის მიმართულებით გასვლა.

„ჩვენი ფოკუსი ევროპისა და ამერიკისკენაა. უფრო კონკრეტულად, ექსპორტს ამერიკასა და კანადაში და ევროპაში, კერძოდ გერმანიასა და სკანდინავიურ ქვეყნებში ვგეგმავთ, რადგან ამ ბაზრებზე ქვევრის ღვინის მოხმარება იზრდება. ამასთან, ეს ბაზრები მაღალ მსყიდველუნარიანია.

იქიდან გამომდინარე, რომ ნატურალური მეურნეობა გვაქვს, მისი თვითღირებულება საკმაოდ მაღალია. შესაბამისად, გასაყიდი ფასიც საკმაოდ მაღალია. ამის გათვალისწინებით, ღვინის საშუალო და მაღალ სეგმენტში გაყიდვას ვფიქრობთ. იმ ბაზრებზე, ვინც აფასებს ღვინოს და ვინც სიახლეებს ეძებს. ჩვენთან ჩამოსული სტუმრები ხშირად გვირეკავენ და გვეკითხებიან, თუ სად შეუძლიათ ჩვენი ღვინის შეძენა. შესაბამისად, მომავალ წელს ვფიქრობთ, რომ მინიმუმ ერთ-ორ ქვეყანაში ვიქნებით წარმოდგენილი. ასევე ონლაინ შეკვეთაც იქნება შესაძლებელი“, – ამბობს კოჭლამაზაშვილების საოჯახო მარნის დამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის, კოჭლამაზაშვილების საოჯახო მარანი „ითაბანი“ ოფიციალურად 2023 წელს გაიხსნა. იგი მდებარეობს კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში, თუშეთისკენ მიმავალი გზის პირას და წარმოადგენს აგროტურისტულ მეურნეობას, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ვენახს, თხილის ბაღს, ტრადიციულ მარანს (ქვევრებით) თავისი სადეგუსტაციო სივრცით და ღია და დახურულ ტერასებს კავკასიონის ულამაზესი ხედებით. აგროტურისტული მეურნეობა ასევე მოიცავს ტრადიციული თუშური გუდის ყველის შესაფუთ მცირე საწარმოს, რომელსაც უკვე 20-წლიანი ისტორია აქვს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *