ქალაქ წყალტუბოში მდებარე სახელმწიფო ქონება ელექტრონულ აუქციონზე იყიდება.
ქონების ეროვნულმა სააგენტომ თამარ მეფის ქუჩა N4-ში არსებული 50 062 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობების პრივატიზების მიზნით აუქციონი 5 ივნისს გამოაცხადა და ის 19 ივნისს დასრულდება.
ქონების საწყისი ღირებულება 2 988 000 ლაირა. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადასახდელი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს ოდენობა განისაზღვრა 298 800 ლარით, ხოლო სავაჭრო ბიჯის ოდენობა 10 000 ლარით.
საპრივატიზებო პირობებში ჩადებულია, რომ მყიდველმა შესაბამისი თანხა აუქციონის დასრულებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. ამასთან, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 12 თვის ვადაში, შესაბამისი კომპეტენტური ორგანო(ები)ს თანხმობით, ქონებაზე არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი უნდა უზრუნველყოს.