წყლის ფილტრები და მათი სარგებელი – გაიგეთ მეტი სანამ იყიდით

წყლის ფილტრები და მათი სარგებელი – გაიგეთ მეტი სანამ იყიდით

სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობა ჩვენი ჯანმრთელობისა და ზოგადი კარგად ყოფნისათვის უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა წყლის ფილტრები და მათი სარგებელი თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც ოჯახების, ასევე ბიზნესებისა და ლოკალური სახელმწიფო უწყებებისთვის. ნებისმიერი დაინტერესებული მხარისთვის, იქნება ეს ბიზნესის მფლობელი, დისტრიბუტორი თუ მომხმარებელი, ეს ბლოგი მაქსიმალური სიცხადით წარმოაჩენს თუ როგორ და რატომ აუმჯობესებენ წყლის ფილტრები ჩვენი ყოველდღიური მოხმარებისათვის განკუთვნილი წყლის ხარისხს და რა კონკრეტულ და გრძელვადიან ბენეფიტებს ქმნიან სხვადასხვა დონეზე. რაც მთავარია, წყლის ფილტრების პირველადი სარგებელი წყლიდან დამაბინძურებლების მოცილებას, გემოვნური თვისებების გაუმჯობესებას და თქვენი ოჯახის ჯანრმთელობის დაცვას გულისხმობს.

წყლის ფილტრები და საფრთხე, რომელიც გაუფილტრავ წყალში იმალება

იმის გაგება და გაცნობა, თუ რისგან ფილტრავს წყლის ფილტრი წყალს გვეხმარება უკეთ დავინახოთ მისი გამოყენების დადებითი მხარეები. გაუფილტრავი წყალი შესაძლოა შეიცავდეს სხვადასხვა დამაბინძურებლებს, რომლებიც სერიოზულ საფრთხეებს ქმნიან ჩვენი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების კუთხით:

  • მძიმე მეტალები: ისეთი ნივთიერებები, როგორიცაა ტყვია, ვერცხლისწყალი და დარიშხანი შესაძლოა ძველი მილებიდან ან ინდუსტრიული ნარჩენებიდან სასმელ წყალში გაიჟონოს. წყლის ფილტრები და მათი სარგებელი ამ ტოქსინებისაგან გაწმენდას გულისხმობს, რომელთა დიდი ოდენობით და ხანგრძლივ მიღებას კიბოს, ნერვული დააავადებებისა და მცირეწლოვანთა შემთხვევაში, განვითარების დაგვიანების გამოწვევაც კი შეუძლია.
  • მიკროორგანიზმები: ბაქტერია, ვირუსები და პარაზიტები, ისეთი, როგორიცაა ნაწლავის ჩხირი, გიარდია, კრიპტოსპორიდიუმი ხარობს სწორედ იმ წყალში, რომლის მოვლისა და გასუფთავების პირობები შესაბამისად დაცული არ არის. წყლის ფილტრის ერთ-ერთი უმთავრესი უპირატესობა ამ პათოგენებისაგან დაცვაა, რომელთაც კუჭ-ნაწლავის სერიოზული დაავადებების გამოწვევა შეუძლიათ.
  • ქიმიური დამაბინძურებლები: წყლის ფილტრების სარგებლიანობა ინდუსტრიული ემისიებისა და სოფლის მეურნეობის ნალექების მოცილებაზეც ვრცელდება, რომლებიც წყალში მავნე ქიმიკატებს, პესტიციდებსა და ტოქსიკური ჰერბიციდების მოხვედრაზე არიან პასუხისმგებელი.
  • ქლორი და მისი ქვესახეობები: მიუხედავად იმისა, რომ ქლორი მუნიციპალურ წყალს გასუფთავებაში ეხმარება, მის ქვესახეობებს ჯანმრთელობის რისკების ზრდა შეუძლიათ. წყლის ფილტრი კი ამ ქიმიკატების შემცირებას უზრუნველყოფს ისე, რომ წყლის ხარისხსა და უსაფრთხოებას იცავს.
  • ნალექი და ნარჩენები: წყლის ფილტრი, ასევე პასუხისმგებელია ისეთი ფიზიკური ნარჩენებისაგან გაწმენდაზე, როგორიცაა ქვიშა, ჟანგი და მტვერი, რომლების წყლის სიწმინდეზე უარყოფითად მოქმედებენ და ასევე, აზიანებენ მილებსა და სხვადასხვა მოწყობილობას.

წყლის ფილტრი და მისი მთავარი სარგებელი ჩვენი ჯანმრთელობისთვის

ხარისხიანი წყლის ფილტრის დამონტაჟება ჩვენს ყოველდღიურობაში მრავალ სარგებელს წარმოქმნის, მათ შორის:

  1. გაუმჯობესებული სუნი და გემო – ერთ-ერთი პირველი სარგებელი, რასაც წყლის ფილტრის გამოყენებით იგრძნობთ თქვენს სასმელ წყალში ქლორისა და სხვა მსგავსი გემოებისა და სუნების საგრძნობლად შემცირებაა, რაც წყალს უფრო სასიამოვნო დასალევს ხდის და გიბიძგებთ, დღის განმავლობაში სრულად აითვისოთ სასმელი წყლის ის რაოდენობა, რომელიც თქვენი ორგანიზმის ჰიდრატაციისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
  2. თმის და კანის მდგომარეობის გაუმჯობესება – წყლის ფილტრი და მისი სარგებელი ვრცელდება ჩვენი შხაპისა და აბაზანის ხარისხზეც, სადაც იგი წყლიდან იმ მძიმე ნივთიერებებს აშორებს, რომელთაც თქვენი კანისა და თმის სიმშრალისა და გაღიზიანების გამოწვევა შეუძლიათ.
  3. დაცვა დაავადებებისგან – წყლის ფილტრების კრიტიკულად მნიშვნელოვანი ბენეფიტი წყლიდან პათოგენების მოშორებას გულისხმობს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს წყლით გადაცემადი ინფექციებისა და კუჭ-ნაწლავის პრობლემების რისკს.

სად შევიძინო საუკეთესო წყლის ფილტრები საქართველოში?

ჩვენს ქვეყანაში წყლის ფილტრებზე მოთხოვნდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში საკმაოდ გაზრდილია. ამის მიზეზი მრავალია, მათ შორის, ცნობიერების ზრდა სასმელი წყლის მოხამრების უპირატესობებზე, როცა საქმეში წყლის ფილტრი ერთვება. მიუხედავად იმისა, რომ წყლის ფილტრების შეძენის სურვილი უკვე თავისთავად დადებითი მოვლენაა, მნიშვნელოვანია კარგად შევარჩიოთ ის მომწოდებელი და თავად პროდუქტი, რომლის ჩვენს ყოველდღიურობაში გამოყენებასაც ვაპირებთ. საქართველოში სანდო და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ბრენდი, რომელიც საუკეთესო ხარისხის წყლის ფიტლრებს სთავაზობს მომხმარებელს არის “ნანო“, სადაც შეძლებთ გაეცნოთ როგორც მთლიანი სახლისა თუ ბიზნესის სისტემებს, ასევე ისეთ პოპულარულ ფილტრებს, როგორიცაა:

უკუოსმოსის წყლის ფილტრები

  • დამაბინძურებლების სრული მოცილება;
  • ძალიან ეფექტური ფილტრაცია;

აქტივირებული ნახშირის წყლის ფილტრები:

  • შესანიშნავია ქლორის, ცუდი გემოსა და სუნის მოსაცილებლად;
  • ხელმისაწვდომი და ფართოდ გავრცელებული;

UV დეზინფექციის სისტემების უპირატესობები:

  • ეფექტურად ანადგურებს ბაქტერიებსა და ვირუსებს;
  • შესაფერისია როგორც მუნიციპალური წყლისთვის, ასევე კერძო ჭებისთვის.
  • ხშირად გამოიყენება სხვა ფილტრაციის მეთოდებთან კომბინაციაში წყლის სრულყოფილი წმენდისთვის.

წყლის ფილტრი დოქი:

  • ბიუჯეტური და ხელმისაწვდომი ვარიანტი;
  • მსუბუქი და მარტივად გამოსაყენებელი ყოველდღიურობაში;
  • აუმჯობესებს სასმელი წყლის ხარისხს, სუნსა და გემოს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *