ხავიერ მილეიმ 42,000-ზე მეტი თანამშრომელი დაითხოვა, რითაც $1.6 მილიარდი დაზოგა

ხავიერ მილეიმ 42,000-ზე მეტი თანამშრომელი დაითხოვა, რითაც $1.6 მილიარდი დაზოგა
არგენტინის პრეზიდენტი, ხავიერ მილეი ქვეყნის რეფორმირებას აგრძელებს. პრეზიდენტობის პირველი თხუთმეტი თვის განმავლობაში მილეიმ საჯარო სამსახურიდან 42,034 თანამშრომელი გაუშვა, ანუ დასაქმებულების ჯამური რაოდენობა 8.4%-ით შეამცირა.

თანამშრომლები, უმეტესწილად, საჯარო ეროვნული ადმინისტრაციიდან, სახელმწიფო კომპანიებიდან და ჯარის შტატებიდან გათავისუფლდნენ, მაგრამ დახურულთა შორის ასევე მოხვდა არაერთი სახელმწიფო პროგრამა.

როგორც ქვეყნის სახელმწიფო ტრანსფორმაციის სამინისტროში ამბობენ, ამ გზით არგენტინის ბიუჯეტმა $1.6 მილიარდი დაზოგა, რაც ხავიერ მილეის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ამ თანხის ნახევარი პირდაპირი დანაზოგია, რომელსაც სახელმწიფო გათავისუფლებული თანამშრომლების სახელფასო ფონდის შემცირებით მიიღებს, ხოლო დარჩენილი თანხები სამინისტროების ოპერირების გამარტივებიდან და პროგრამების შეწყვეტიდან მობილიზდება.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ხავიერ მილეის სამთავრობო კაბინეტი არ ჩერდება და ქვეყანაში დერეგულაციის პროცესის გაფართოებას აანონსებს. მიმდინარე წელს, არგენტინის ხელისუფლება სახელმწიფოსთვის არამნიშვნელოვანი მიმართულებების გაუქმებას გეგმავს, მაგრამ პროცესში ასევე აღმოიფხვრება დუბლირებული საქმიანობები. შედეგად, არგენტინის სახელმწიფო სტრუქტურაში დარჩება მხოლოდ ის მიმართულებები, რომელთაც საჯარო მმართველობაზე ყველაზე დიდი გავლენა აქვთ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *