ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ პირველად, რომის პაპი ფრანცისკე საზოგადოებაში მოულოდნელად კვირას მესის შემდეგ გამოჩნდა.
ფრანცისკე მიესალმა ხალხს ვატიკანში. როგორც მედია წერს, ის მხნედ გამოიყურებოდა, მიუხედავად იმისა რომ ეტლში იჯდა და დამოუკიდებლად ვერ სუნთქავდა.
რომის პაპი, 88 წლის ფრანცისკე, 14 თებერვლიდან რომის „ჯემელის“ საავადმყოფოში იმყოფება სუნთქვითი ინფექციის გართულების გამო, მათ შორის ორმხრივი პნევმონიისა და ასთმური ბრონქიტის დიაგნოზით.
2013 წლის შემდეგ, როდესაც ფრანცისკე რომის პაპად აკურთხეს, ეს მისთვის საავადმყოფოში რიგით მეოთხე და ყველაზე ხანგრძლივი ვიზიტია. პაპ ფრანცისკეს ახალგაზრდა ასაკში ჩაუტარდა ფილტვების ოპერაციაც.