ხვალ, თურქეთს სომხეთის პრემიერი ეწვევა – თურქული მედია

ხვალ, თურქეთს სომხეთის პრემიერი ეწვევა – თურქული მედია
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 20 ივნისს სამუშაო ვიზიტით თურქეთს ეწვევა. ინფორმაციას თურქული მედია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციიების მიმართულების ხელმძღვანელის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებაში, რომელიც სოციალური ქსელებით გავრცელდა, ნათქვამია: „სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, 20 ივნისს სამუშაო ვიზიტით თურქეთს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი პრემიერ-მინისტრს ფაშინიანს მიიღებს“.

მედია წერს, რომ ამ ინფორმაციიდან გამომდინარე შეხვედრა სტამბოლში გაიმართება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *