„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, 11 აპრილს ელექტროენერგიის შეზღუდვა სოფელ დიღმის, მცხეთის რაიონის, სოფელ გლდანის, დუშეთისა და თიანეთის რაიონის აბონენტებს შეეხება.
„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 აპრილს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფელ დიღომში ცამეტი ასურელი მამის, ალ. ყაზბეგის, სვეტიცხოვლის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ნატახტარი, მისაქციელი, ახალუბანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს სოფელ გლდანში წერეთლის, სტალინის, 26 მაისის და მიმდებარე ქუჩებზე, მამკოდასა და ხიდებთან; 13:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ჩანადირთკარი, საკრამული, მლაშე, ბოდორნა, ნაგლიანთკარი და მიმდებარე სოფლებში; 13:30-დან 16:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: მაგრანეთი, ზემო ნაქალაქარი, ორხევი, ყუდრო, ვეძათხევა და მიმდებარე სოფლებში.
სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.