შეტყობინებების აპლიკაცია Telegram-ს განახლება აქვს, რომელიც პლატფორმას ახალ ფუნქციებს ამატებს. მათ შორისაა სხვადასხვა არხებზე შეტყობინებების გაგზავნის, ხმოვანი შეტყობინებების დაჭრის, HD ფოტოების გაზიარების შესაძლებლობები და სხვა. კერძოდ:
მომხმარებლებს უკვე შესაძლებლობა აქვთ, პირდაპირ მიწერონ სხვადასხვა არხის ადმინისტრატორს და მფლობელს – ამ გზით გამომწერები და კონტენტის შემქმნელები ერთმანეთს პერსონალური ინფორმაციის გაზიარების გარეშე უკავშირდებიან.
ამასთან, განახლების შემდეგ Telegram-ის მომხმარებლებს შეეძლებათ, დაარედაქტირონ ხმოვანი შეტყობინებები გაგზავნამდე, ამოჭრან არასასურველი ნაწილები და შეამოკლონ ხმოვანი ფაილი.
რაც შეეხება HD ფოტოების ფუნქციას, მომხმარებლებს უკვე აქვთ საშუალება, გაგზავნონ 4-ჯერ უფრო დეტალიზებული ფოტოსურათი, მისი ზომის გაზრდის გარეშე.