“ხომ არ მუშაობთ ისევ მავნებელი ლომჯარიას კადრებთან ერთად?” — თეა წულუკიანი ლევან იოსელიანს

“ხომ არ მუშაობთ ისევ მავნებელი ლომჯარიას კადრებთან ერთად?” — თეა წულუკიანი ლევან იოსელიანს

“რეორგანიზაცია ჩაატარეთ თუ არა და რატომ? თქვენ ხომ არ მუშაობთ ისევ ქალბატონი მავნებელი ლომჯარიას კადრებთან ერთად?” — ასე მიმართა ოცნების პარლამენტის ვიცესპიკერმა თეა წულუკიანმა ოცნების სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს, რომელმაც დღეს ყოველწლიური ანგარიში წარადგინა. “რეორგანიზაცია ჩაატარეთ თუ არა და რატომ? თქვენ ხომ არ მუშაობთ ისევ ქალბატონი მავნებელი ლომჯარიას კადრებთან ერთად? ხომ არ გვამყოფებთ მათ იმედზე, რომ ჩვენი უფლებები დაცული იქნება? ასკინკილა ბურჯანაძის კადრებთან ხომ არ მუშაობთ ისევ შემთხვევით, რომლებსაც ეჩვენებათ, რომ დეესკალაციის ოთახებში თურმე, დღევანდელ ქართულ ციხეებში არაადამიანური მოპყრობაა – ეს ძალიან უპასუხისმგებლო განაცხადია….მაინტერესებს ისევ ამ ხალხთან ერთად მუშაობთ? ჩაატარეთ რეორგანიზაცია თუ არა? თუ ჩაატარეთ, მაშინ რატომ ვერ ხედავთ მარიამ ლაშხის შვილებს, რატომ ვერ დაინახეთ, რომ ლაითურის ციხე აშენდა? რატომ ვერ გვხედავთ ჩვენ? ან გვითხარით, რომ არ ხართ ჩვენ ომბუდსმენი. ჩვენს უფლებებს როდისმე იცავთ? დაჭრილი პოლიციელი რატომ არ ახსენეთ? რატომ არ ახსენეთ ის, რომ ქვეყანას ჰქონდა სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე?” — თქვა წულუკიანმა (კომენტარს “ინტერპრესნიუსი”). ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ლევან იოსელიანმა ანგარიში წარადგინა და ვრცლად ისაუბრა 2024 წელს საპროტესტო აქციებზე გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით. მან ასევე, ხაზი გაუსვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ხარვეზებს, მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მზღუდავ საკანონმდებლო ცვლილებებს. სახალხო დამცველის ანგარიში სრულად იხილეთ აქ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *