შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, სენატორმა შაჰინმა იმედგაცრუება გამოხატა ქართული ოცნების გადაწყვეტილებაზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების უფლება ჩინურ კომპანიას გადასცეს. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუ სოციალურ ქსელში წერს. სენატორი შაჰინი ამბობს, რომ საქართველომ პორტის განვითარების კონტრაქტი დასავლურ კომპანიებთან გაწყვიტა. “ბოლოდროინდელი ცნობები მიუთითებს იმაზე, რომ ქართული ოცნება აპირებს ჩინურ კომპანიას გადასცეს პროექტი, რომელიც შავ ზღვაზეა. ეს ის საკითხია, რომელზეც შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე რიშმა და მე ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რათა საქართველო წინ წაგვეწია და ძალიან დიდი იმედგაცრუებაა ამ შესაძლებლობის გაქრობის ხილვა”, — აცხადებს ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი. მის განცხადებას ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს
ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ ძალიან დიდი იმედგაცრუებაა ანაკლიის პორტის პროექტის ჩინური კომპანიისთ
