“ჯორჯიან მანგანეზში” სპეციალური მართვის რეჟიმი კიდევ 4 წლით გახანგრძლივდა

“ჯორჯიან მანგანეზში” სპეციალური მართვის რეჟიმი კიდევ 4 წლით გახანგრძლივდა

საქართველოში ფეროშენადნობების უმსხვილეს მწარმოებელ კომპანიაში – “ჯორჯიან მანგანეზში” სპეციალური სახელმწიფო მართვის რეჟიმი, რაც 2017 წლიდან იყო ძალაში, კიდევ 4 წლით 2029 წლის 11 აპრილამდე გახანგრძლივდა.

სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი დღეს, 8 მაისს განახლდა.

თუმცა სასამართლო განჩინება ჯერ ღია წყაროებში არ იძებნება.

სასამართლოს განჩინებით, სპეციალურ მმართველს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების ყოველთვიური ანგარიშის წარდგენა აქვს დავალებული.

“ჯორჯიან მანგანეზი” საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი სამთო-მომპოვებელი და ფეროშენადნობების უმსხვილესი მწარმოებელია. კომპანია რამდენიმე ძირითად ობიექტს აერთიანებს, მათ შორისაა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, რომელიც კომპანიის საბოლოო პროდუქტებს, ფერომანგანუმს აწარმოებს. ჯგუფის შემადგენლობაში შედის ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატი და ვარციხეჰესი, რომლის მიერ გამომუშავებული ენერგიითაც პროდუქციის მოპოვება და წარმოება ხდება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *