ჯო ბაიდენს კიბოს “აგრესიული ფორმის” დიაგნოზი დაუსვეს

ჯო ბაიდენს კიბოს “აგრესიული ფორმის” დიაგნოზი დაუსვეს
აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს კიბო აქვს. ამის შესახებ მისმა ოფისმა განაცხადა.

განცხადების მიხედვით, 82 წლის ბაიდენს “კიბოს აგრესიული ფორმა“ აქვს და დიაგნოზი 16 მაისს დაუსვეს.

„გასულ კვირას პრეზიდენტ ჯო ბაიდენს აღმოაჩნდა პროსტატის კვანძი, რასაც წინ უძღოდა შარდვის გაძნელება. პარასკევს მას დაუდგინდა პროსტატის კიბო, რომელსაც გლისონის სკალაზე მე-9 ქულა აქვს (მეხუთე ხარისხის ჯგუფი) და ძვლებში მეტასტაზით ხასიათდება,“ — აღნიშნულია განცხადებაში.

თეთრი სახლის ინფორმაციით, მიუხედავად დიაგნოზის სიმძიმისა, კიბო ჰორმონების მიმართ მგრძნობიარეა, რაც მისი ეფექტიანი მართვის იმედს იძლევა.

„პრეზიდენტი და მისი ოჯახი ექიმებთან ერთად განიხილავენ მკურნალობის ვარიანტებს,“ — წერია ოფიციალურ განცხადებაში.

ჯო ბაიდენი პრეზიდენტის პოსტს 2021-2025 წლებში იკავებდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება მას 2024 წლის ბოლოს უკვე გაუარესებული საჯარო გამოსვლების ფონზე შეამჩნიეს მედიის წარმომადგენლებმა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *