ჯო უილსონი: “ქართული ოცნების” პრემიერმინისტრმა პრეზიდენტი ტრამპი ცრუ ბრალდებებით დაგმო”

ჯო უილსონი: “ქართული ოცნების” პრემიერმინისტრმა პრეზიდენტი ტრამპი ცრუ ბრალდებებით დაგმო”

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებებზე კომენტარი გააკეთა, რომელშიც ჯო უილსონსს “დიფ სთეითის” წევრს უწოდებენ. რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ასევე დასძინა, რომ “ამერიკა გვერდში უდგას ქართველ ხალხსა და ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და მხარს უჭერს სამართლიან არჩევნებს”. NEW!!! GOP Congressman @RepJoeWilson responds to latest accusations from anti-American “russian dream” in Georgia, says “America stands with the Georgian people and the legitimate president, @Zourabichvili_S , supporting fair elections.” 👇🏻 pic.twitter.com/vbILpB280g — Alex Raufoglu (@ralakbar) June 6, 2025 “თბილისის სივილ ნიუსი ინფორმაციას ავრცელებს, რომ კორუფციულმა ანტიამერიკულმა ქართული ოცნების პარტიამ განცხადება გაავრცელა დემოკრატიის წინააღმდეგ. ციტატა: “ყოველი პოლიტიკოსი, რომელიც ანტიქართულ განცხადებებს აკეთებს, “დიფ სთეითის” ქსელის წევრია და ჯო უილსონი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაგალითია”. ქართული ოცნების პრემიერმინისტრმა პრეზიდენტი ტრამპი ცრუ ბრალდებებით დაგმო. ამერიკა გვერდში უდგას ქართველ ხალხსა და ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და მხარს უჭერს სამართლიან არჩევნებს. ამერიკელებმა მხარი დაუჭირეს “MEGOBARI აქტს“ 349-42-ზე ხმებით. კონგრესის 90%-მა მხარი დაუჭირა ქართველ ხალხს. ეს ქართველ ხალხს დიქტატორ ივანიშვილის მიტოვების არჩევანს აძლევს,” — განაცხადა უილსონმა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *