ჰეგსეტი თქმით, აშშ ევროპისთვის უსაფრთხოების ერთადერთი გარანტორი აღარ იქნება

ჰეგსეტი თქმით, აშშ ევროპისთვის უსაფრთხოების ერთადერთი გარანტორი აღარ იქნება
აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ დრო, როცა აშშ ევროპული უსაფრთხოების ერთადერთი გარანტორი იყო წარსულს ჩაბარდა და ევროპა სამხედრო კუთხით უნდა გაძლიერდეს. მანამდე მიმდინარე წლის თებერვალში, როცა ჰეგსეტი პენტაგონის ხელმძღვანელის რანგში ბრიუსელში პირველად ჩავიდა, მან თქვა, რომ ევროპაში ამერიკული სამხედროების ყოფნა სამუდამოდ არ გაგრძელდებოდა, რაც ერთგვარი შოკი აღმოჩნდა ევროპისთვის.

როგორც Politico წერს, ევროპის კონტინენტზე ამერიკელი სამხედროების რიცხვი 70-90 ათასამდე მერყეობს. ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების რიცხვი ცივი ომის პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებულია, ამ პერიოდში ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობა ზოგჯერ 400 ათასსაც კი აჭარბებდა. ყველაზე დიდი დანაყოფი გერმანიაში, პოლონეთსა და იტალიაშია განთავსებული. მანამდე NBC News წერდა, რომ პენტაგონში ცენტრალური ევროპიდან, ძირითადად პოლონეთიდან და რუმინეთიდან 10 ათასი სამხედროს გაყვანასაც განიხილავდა, თუმცა ეს ინფორმაცია ორივე ქვეყანამ უარყო.

ამას გარდა, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია NATO-ს ქვეყნებისგან თავდაცვის ხარჯების 5%-მდე ზრდას ითხოვს. ეს ახლანდელი ხარჯების გათვალისწინებით გაორმაგებას ნიშნავს და წევრი ქვეყნებისთვის დიდი გამოწვევაა. 2023 წელს NATO-ს წევრები შეთანხმდნენ, რომ ყოველი მათგანი მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 2%-ს დახარჯავდა თავდაცვაზე. ახლა ეს ზღვარი შეიძლება 3%-მდე გაიზარდოს, მიუხედავად იმისა, რომ შარშან 2%-იან მიზანს ნატოს წევრი 32 ქვეყნიდან მხოლოდ 22-მა მიაღწია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *